არბიტრაჟის შესახებ



შპს "შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატა" ფუნქციონირებს 2010 წლიდან და დღემდე 1000 საქმეზე აქვს განხილული.

 

არბიტრაჟი მოქმედ კანონმდებლობის საფუძველზე და დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მხარეთა შორის სამოქალაქო და საქმიან ურთიერთობაში წარმოშობილ დავათა განხილვას.

 

არბიტრაჟი (Arbitration) წარმოადგენს კერძო დავების გადაწყვეტის საერთაშორისოდ აღიარებულ ალტერნატიულ გზას, რომელიც არ არის მიბმული სასამართლო სისტემაზე. ჩვენი პალატა მხარეებს სთავაზობს წინასწარი საარბიტრაჟო შეთანხმებების სწორად მომზადებას და მოქნილ პროცესს, რომელიც მხარეებს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დავაზე ეფექტურად იმოქმედონ — როგორც არსებული ხელშეკრულებიდან, ისე მომავალი ურთიერთობებიდან გამომდინარე.

 

შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის უპირატესობები:

 

გამოცდილება — არბიტრაჟს 15 წლის განმავლობაში ათასობით საქმე აქვს განხილული, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საარბიტრაჟო მომსახურებას ნებისმიერ სფეროში;

 

⚫ საერთაშორისო სტანდარტები და ლოკალური სპეციფიკა — საარბიტრაჟო წარმოების წესები მორგებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ადგილობრივ კანონმდებლობას, რაც ქართულ ბაზარზე გამორჩეულ ხარისხს უზრუნველყოფს;

 

⚫ პროფესიონალ არბიტრებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობა — პალატაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური არბიტრები, იურისტები და საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეულ საქმეზე, ინდივიდუალურ მიდგომას;

 

⚫ სისწრაფე და მოქნილობა — ჩვენი პროცედურები მაქსიმალურად ოპტიმიზირებულია და მორგებულია საქმეზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დავის გადაწყვეტის ვადებსა და ხარჯებს;

 

⚫ კონფიდენციალობა და სანდოობა — უზრუნველყოფთ დავის დახურულ და დაცულ განხილვას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს და კომერციულ ურთიერთობებში;

 

⚫ დავის პრევენციის მექანიზმები — გარდა მიმდინარე დავების განხილვისა, მხარეებს პროფესიულ კონსულტაციას, საარბიტრაჟო შეთანხმებების მომზადებას, საერთაშორისო და ადგილობრივი საარბიტრაჟო ნორმების სიღრმისეულ ანალიზს, რისკების შეფასებას და დავის თავიდან აცილების პრაქტიკულ რეკომენდაციებს.