1. რა ტიპის დავები შეიძლება განიხილოს არბიტრაჟმა?
არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის. პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობა გულისხმობს კერძოსამართლებრივი ბუნების ურთიერთობას, ხოლო ქონებრივი დავა, გულისხმობს დავას, რომელიც არ ეხება პირად არაქონებრივ უფლებას.
2. რა ვადაში უნდა გამოიტანოს არბიტრაჟმა გადაწყვეტილება?
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.
3. შეიძლება თუ არა არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება?
საარბიტრაჟო გადაწტვეტილება როგორც წესი საბოლოოა და მისი, სასამართლოს მიერ, არსებითი გადახედვა არ ხდება.
4. იწვევს თუ არა ძირითადი ხელშეკრულების ბათილობა საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას?
საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.
5. შეიძლება თუ არა არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება?
საარბიტრაჟო გადაწტვეტილება როგორც წესი საბოლოოა და მისი, სასამართლოს მიერ, არსებითი გადახედვა არ ხდება.