რა არის არბიტრაჟი?

არბიტრაჟი (Arbitration) წარმოადგენს კერძო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებას, რომელიც არ მიეკუთვნება სასამართლო სისტემას. არბიტრაჟს მოდავე მხარეები წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მიმართავენ, შესაბამისად, მხარეები ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან.

არბიტრაჟი მოქმედებს კანონმდებლობის საფუძველზე და უფლებამოსილია საკუთარი დებულებით დადგენილი წესით განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.

არბიტრაჟის, როგორც მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების როლი და მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. შესაძლოა ითქვას, რომ დღეს საყოველთაოდ არის აღიარებული საერთაშორისო კერძო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებას სწორედ არბიტრაჟი წარმოადგენს.

კერძო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილენი თანხმდებიან, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩარევა მათ ურთიერთობებში წარმოშობილი დავის გადაწყვეტის მიზნით, ვერ გამოიღებს ისეთივე დადებით შედეგს, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულ ლიტერატურაში არ არსებობს არბიტრაჟის ერთიანი, შეთანხმებული ცნება, შეიძლება ითქვას, რომ არბიტრაჟი არის დავების გადაწყვეტის კონკრეტული მექანიზმი, რომელიც ორ ან მეტ მხარეს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად იქმნიან.

დღესდღეობით, არბიტრაჟის პოპულარობა საქართველოში ყოველდღიურად იზრდება და შესაბამისად იზრდება საზოგადოების ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ. არბიტრაჟი თავის დებულებით, დავის განხილვის ინდივიდუალური პროცედურით, მოქნილობით, ნაკლები ხარჯიანობითა და მაქსიმალური კონფიდენციალურობით, შესაძლოა ითქვას, მხარეებისათვის სასამართლოსთან შედარებით ბევრად უფრო მიმზიდველ ინსტიტუტს წარმოადგენს.